გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ შეგრძნება, სახალხო დამცველი უნდა იცავდეს ხელისუფლებას.
ჩუგოშვილის თქმით, ცილისწამებისთვის არსებობს მექანიზმები - კერძოდ, სასამართლოში წასვლა.
„მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ შეგრძნება, რომ სახალხო დამცველი უნდა იცავდეს ხელისუფლებას, რატომღაც მგონია, რომ თანამდებობის პირები დაჩაგრულად გრძნობენ თავს, აქვთ განცდა, რომ მათ აკრიტიკებენ და სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ისინი ამ კრიტიკისგან. ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამებაც შეიძლება, შეიძლება სიმართლეც არ იყოს, ჩემზეც უთქვამთ რაღაც, რაც სიმართლე არ იყო. ცილისწამებისთვის არსებობს მექანიზმები, წახვალ სასამართლოში და იჩივლებ - ან მოიგებ და ან წააგებ ამ საქმეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.