logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის 2 მორაგბეა

26 ივნ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს შორის ორი მორაგბეა. მორაგბეების ადვოკატის ინფორმაციით, სპორტსმენები დღეს დააკავეს, თუმცა რა მუხლით მოხდა მათი დაკავება, უფლებადამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. 

საუბარია 2 მორაგბეზე - არჩილ გაგნიძეზე და ვასილ მახარაძეზე. სწორედ ეს სპორტსმენები გადაადგილდებოდნენ ტოიოტა კამრის ავტომობილით. ამ პირებმა ჩამოიყვანეს, შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი თბილისში. სპორტსმენები დიღმის სამმართველოში იმყოფებიან. 

"ისინი დააკავეს ამ დილით. რა გახდა დაკავების მიზეზი ჯერ უცნობია. გავეცნობით საქმის მასალებს, ნაწილს მაინც და ამის შემდეგ შეგვეძლება დეტალებზე ვისაუბროთ. ესენი არიან ის მორაგბეები, რომლებმაც ამირხანაშვილი წამოიყვანეს. ჩხუბში არ მონაწილეობდნენ. მათ თქვეს, რომ მეგობრების, უბნელების წამოყვანა უნდოდათ. ამირხანაშვილი ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო გზაში, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მეტ დეტალზე ვისაუბრებთ. არც ერთ ტერიტორიაზე არ მონაწილეობდნენ ჩხუბში. როდესაც ადგილზე მივიდნენ კონფლიქტი ამოწურული იყო. მაგისტრალზე რომ შეხვდნენ ამ ბიჭებს კონფლიქტი არ იყო. საუბარია მგონი რამდენიმე მანქანაზე. ისინი ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს. რადგან გიორგი უკვე გაცლილი იყო ტერიტორიას, როდესაც პირველი მანქანა გამოჩნდა, "მერსედის" მარკის", - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. 


close დახურვა