logo
ENG



გახარია:ერთ თვეში მესამედ ვარ პარლამენტში, ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება

26 ივნ 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

"ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება", - თქვა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრემიერის მტკიცებით, პანდემიის მიუხედავად, სამთავრობო პროგრამაში გაწერილი მიმართულებები აღსრულების ფაზაშია.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტია, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ქვეყანაში ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს იყო წარდგენილი, განხორციელების ფაზებშია - რა თქმა უნდა, სხვადასხვა წარმატებით. მუშაობა არცერთი წუთით არ შეჩერებულა და გრძელდება. პირველ რიგში ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია პარლამენტში მოხსენებით 27 მაისს წარსდგა, ხოლო 29 მაისს ის ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული.

აღსანიშნავია, რომ 22 აპრილს ოპოზიცია საგანგებო მდომარეობის განსახილველად პრემიერის პარლამენტში მისვლას ითხოვდა, თუმცა გიორგი გახარია არ მივიდა. 

 


close დახურვა