logo
ENG



რატიანი გახარიას: 20 ივნისამდე საქართველოში დათარეშობდნენ პროპუტინისტური რუსული ძალები, თქვენ იცავდით მათ

26 ივნ 202019:59
3 წუთის საკითხავი
 
x9v764zag3gtqdo.jpg

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი გიორგი გახარიას ბოდიშის მოხდას სთხოვს. მისი განცხადებით, 20 ივნისი ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია, რაც კი მატ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაუდენიათ.

რატიანის თქმით, 20 ივნისის ღამე ისტორიაში გავრილოვის ღამის სახელით არის ცნობილი, რომლის დროსაც ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე იძალადა.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ქართულ ოცნებას რუსული ძალების მფარველობაში ადანაშაულებს

„ბატონო გიორგი საკმარისი მასალა არსებობს 20 ივნისთან დაკავშირებით, ამიტომ გთხოვთ მოიხადოთ ბოდიში ჩემი და ჩემი მეგობრების წინაშე ან დაასაბუთოთ თქვენი სიმართლე.

20 ივნისი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც​ გავრილოვის ღამე. ამ ისტორიაში თქვენ არ გამოიყურებით კარგად. ისტორიამ იცის ვინ შემოიყვანა აი ამ დარბაზში და ვინ გააგდო გავრილოვი აი ამ დარბაზიდან.  ისტორიამ იცის ვინ იცავდა იმ დღეს საქართველოს ღირსებას. ესენი იყვნენ ახალგაზრდები და მთელი ქართული საზოგადოება. ისტორიამ ასევე იცის ვინ ჩაატარა სადამსჯელო ღონისძიება გავრილოვისა და პუტინის დაკვეთით.

20 ივნისი არის ერთერთი ყველზე მძიმე დანაშაული, რაც კი თქვენ ჩაიდინეთ, ეს არის ლუსტრაციის დღე. 

20 ივნისამდე 1 კვირით ადრე საქართველოში დათარეშობდნენ პროპუტინისტური რუსული ძალები, რომლებიც ძალადობდნენ ადამიანებზე, ისინი თქვენ იმედად იყვნენ, თქვენ იცავდით მათ.

გავრილოვის ღამის შემდეგაც, როდესაც გაბუნიას განცხადების შემდეგ ამბები ხდებოდა, რუსული ძალები ძალადობდნენ და დაიკავეს რუსთაველი“, - განაცხდა სერგო რატიანმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატები ამორალურ ქცევაში და 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების ტრაგედიის, პოლიტიკური მიზნების გამოყენებაში დაადანაშაულა.


close დახურვა