
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებს Facebook-ზე გამოეხმაურა. „თბილისის უბნები „ქართულმა ოცნებამ“ დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით“, - წერს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შვილი, ბერა ივანიშვილი ე.წ. კანონიერ ქურდებთან მეგობრობს.
„შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერ ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ - კაწროსთან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.