ხვალ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, სავარაუდოდ, დაასრულებს. 120 წევრი პროპორციულით, 30 კი მაჟორიტარული წესით და 1-პროცენტიანი ბარიერი - ამ სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. პროპორციული სიის გაზრდისა და ბარიერის დაწევის შედეგად, საკანონმდებლო ორგანო ბევრად მრავალპარტიული და ამჟამინდელისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება.
მომავალი არჩევნების ზუსტი შედეგების განჭვრეტა რთულია, თუმცა მოსახლეობის მიახლოებული განწყობების პროგნოზირება შესაძლებელია. „დროება“ შეეცადა ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო სურათი დაენახა.
როგორ გადანაწილდება მანდატები კოორდინირებულ და შემდგომში კოალიციურ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ვინ შეძლებს მთავრობის ფორმირებას და როგორი ტიპის კამპანიას უნდა ველოდოთ? ბოლო, და არცთუ ისე ძველ საარჩევნო მონაცემებსა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გაანგარიშებული შემოდგომის საარჩევნო არითმეტიკა „დროების“ ჟურნალისტის, ლევან ტაბიძის სიუჟეტში.