logo
ENG



ევროკავშირმა დაასახელა ქვეყნები, რომელსაც 1 ივლისიდან საზღვარს უხსნის, მათ შორის საქართველოც

30 ივნ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 
p2mc52f83vhhvtp.jpg

ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვის, პანდემიის მიუხედავად, 1 ივლისიდან წევრი ქვეყნები საზღვარს გახსნიან. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უსაფრთხო ქვეყნების ამჟამიდელ სიაში შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდი ბრიტანეთიც.

BBC-ის ცნობით, სია, შესაძლოა, შეიცვალოს და მისი საბოლოო ვარიანტი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

უსაფრთხო ქვეყნების არაოფიციალური სია 27 ივნისს გამოცემა "ლე მონდმა" გაავრცელა. მედია იტყობინებოდა, რომ  წევრი ქვეყნის ელჩებმა საზღვრების გახსნის კრიტერიუმები შეათანხმეს და სია განიხილეს, რომელშიც მოსალოდნელი 50-ის ნაცვლად, მხოლოდ 14 ქვეყანაა შესული, მათ შორის, საქართველო. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.

ეკონომიკის მინისტრი გადაწყვეტილებას მომატებული რისკებით ხსნის.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ფრენების აღდგენის გადადება საქართველოს ეკონომიკას შემდგომ ზიანს მიაყენებს. მათთვის გაუგებარია, რატომ უზღუდავს საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს გადაადგილებას, მაშინ, როცა ევროკავშირი მათ ამის საშუალებას აძლევს.

 

 

 


close დახურვა