logo
ENG



ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე ოცნებიდან გარიცხეს

01 ივლ 202010:58
3 წუთის საკითხავი
clock 1399
1h59ffv6bx6dzah.jpg

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიზეზი კახიძის საქმიანობის მმართველი გუნდის პრინციპებთან შეუსაბამობა გახდა.

„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია “ქართული ოცნებიდან", შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა