ქუთაისში აბიტურიენტებმა, სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა პირველ სკოლასთან აქცია გამართეს.
"ნუ გაგვგუდავ" - ეს იყო აქციის მთავარი მოწოდება, შეკრებილებმა განათლების სამინისტროს რეგულაციები გააპროტესტებს და თქვეს, რომ გამოცდებზე პირბადეებით ყოფნა მათ პრობლემას შეუქმნის.
ახალგაზრდები მოითხოვენ, რომ პირბადის გამოყენება ნებაყოფლობითი გახდეს.