logo
ENG



მარეგულირებლის ჩარევით საზოგადოებრივი აზრის კვლევა დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ - ლევან ნატროშვილი

02 ივლ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები, რომლებიც მედიარეგულაციის საკითხს ეხებოდა, განსახილველი ცვლილებათა პაკეტიდან ამოიღო.

საუბარია მე-5 მუხლის მეექვსე პუნქტზე, რომელიც მედიაორგანიზაციებს ავალდებულებდა, რომ ანგარიშვალდებული ყოფილიყო აუდიტის სამსახურის წინაშე. ასევე, „ქართულ ოცნებას“ სურდა დაწესებულიყო შეზღუდვები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების გამოქვეყნების საკითხზეც, თუმცა ეს პუნქტიც დაზუსტდა. ჯერ კიდევ კანონპროექტში რჩება რეკლამის ტარიფების საკითხი.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს აქვთ შეკითხვები განხილვის ფორმების შესახებაც - „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ამბობენ, რომ, როცა მედიარეგულაციებზეა საუბარი, განხილვებში უნდა იყვნენ ჩართულები მედიამენეჯერები.

„რისკის მატარებელი იყო იმ მხრივ, რომ რესპონდენტს თუ ეცოდინებოდა, რომ მისი პასუხები მარეგულირებლის მიერ გადამოწმდებოდა, გულწრფელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა და კვლევას ფასი დაეკარგებოდა. საზოგადოებრივი კვლევის იდეა დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ სამუშაო ჯგუფში ჩაერთო მედიაორგანიზაციები და მათი უფლებადამცველები, მაგრამ არავინ მონაწილეობდა ამ პროცესში", - ამბობს ლევან ნატროშვილი.

ხუთ სხვადასხვა კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს - ცვლილებების დამტკიცება უმრავლესობას ოპოზიციის გარეშე მოუწევს, რადგან ხელისუფლების ოპონენტები ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ.  ოპოზიციას თავისი წინადადებები ჰქონდა, რომლებიც ცვლილებებში არ ასახულა, ამიტომაც მათ განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

დაწვრილებით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.


close დახურვა