logo
ENG



პარტნიორები ხედავენ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობაა საფრთხის ქვეშ ივანიშვილის ნაბიჯების გამო - გიგა ბოკერია

02 ივლ 202017:56
3 წუთის საკითხავი
 
mcnfxacac1g04xt.jpg

გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და კონგრესმენ მარკუეინ მალინის ბოლო განცხადებებს ეხმაურება საქართველოში თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ - ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ პარტნიორები ხედავენ საფრთხეს, სწორედ ამიტომ მოუწოდებენ მმართველ ძალას, „გონს მოეგოს".

გიგა ბოკერიას თქმით, თანამდებობების მიხედვით გზავნილების ენა განსხვავდება, თუმცა აზრი ყველა განცხადებაში ერთი დევს - საქართველოში დემოკრატიული კლიმატის შექმნა.

„კონგრესმენ მალინის წერილი, იქამდე სენატორ რიშის გზავნილი და ბოლოს სახელმწიფო მდივნის, პომპეოს გზავნილი - კარგია, რომ პარტნიორებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბები აქვთ ფოკუსის ქვეშ, ეს ეხმარება ქართველი ხალხის ნებას, რომ იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. მეორეს მხრივ პრობლემაა, რომ გვყავს მთავრობა, რომელმაც ასეთ საკითხებამდე მიიყვანა საქმე. რეპუტაცია ქვეყნის ისეთია, რომ ხედავენ, საფრთხის ქვეშაა ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ეს გზავნილები არის ხალხის დახმარება. ამოცანაა, რომ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს ქვეყნისთვის. შეეგუოს მერე იმ ვერდიქტს, რასაც ქართველი ხალხი გამოუტანს. დისკუსია მერე ამაზე კი არ გვექნება, რომ მოუწოდებენ პოლიტიკური პლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ.

სხვადასხვა ენით ხდება გზავნილების მოწოდება, თუმცა, საბოლოო ჯამში ისინი გულისხმობენ დემოკრატიული კლიმატის შექმნას. გვაქვს კარგი შედეგი მეგობრების დახმარებისა და საზოგადოებისგან წნეხით. ნორმალიზებული კლიმატი გვექნება, როცა ივანიშვილი ისწავლის, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, ქვეყანას სჭირდება კანონის უზენაესობა", - ამბობს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს.კონგრესმენი წერს, რომ აშშ მხარში უნდა დაუდგეს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ხოლო მაიკ პომპეომ მოუწოდა პარლამენტს, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას.


close დახურვა