რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომელი „შაბათის ფორმულას“ რთული სამუშაო პირობების შესახებ უყვება.
აზოტის ქარხანაში ერთი მუშა 12-საათიანი ცვლის განმავლობაში მუშაობს, მათი თქმით, თვეში თითოეულ მათგანს 800 ტონა ტვირთის გადატანა საკუთარი მხრებით უწევს.
ორმოც ადამიანს ქარხანაში თვეში 1 000 ლარს უხდიან.
რუსთავის აზოტში ირწმუნებიან, რომ თანამშრომლებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი. ოპოზიცია კი კლანურ მმართველობაზე საუბრობს.
