logo
ENG



მერცი: ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინაში მშვიდობის რეალური შანსი გაჩნდა

15 დეკ 202522:40
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/15/v130u9o8b2qjpky.png

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინაში მშვიდობის რეალური შანსი გაჩნდა.

„მშვიდობისკენ მიმავალ ამ გზას ჩვენ თქვენთან, უკრაინელებთან, ჩვენს ევროპელ მეზობლებთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად გავივლით. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ კარგი ნაბიჯი გადავდგით ამ გზაზე და მომდევნოსაც გადავდგამთ.“

მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთი დროს აჭიანურებს, აყენებს მაქსიმალურ მოთხოვნებს, ამავდროულად აგრძელებს თავის აგრესიულ ომს.

„ეს ჩვენს გზიდან ვერ გადაგვიყვანს. ჩვენ მივისწრაფვით ხუთი მიზნისკენ, რაზეც ჩვენ, უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები ერთობლივად შევთანხმდით,“ – დაამატა მან.

გერმანიის კანცლერის თქმით, პირველი მიზანია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს შეინარჩუნებს.

„ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლებრივი და მატერიალური უსაფრთხოების გარანტიებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელების მხრიდან,“ – აღნიშნა მან.

კანცლერმა თქვა, რომ ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა სამართლებრივი გარანტიები შესთავაზა, ყურადღებას იმსახურებს: „ეს არის რეალური პროგრესი, რომელსაც ძალიან მივესალმები.“

„ჩვენ ცეცხლის შეწყვეტაზე ერთობლივად – უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები – ვამუშავებთ. ეს ასე იყო გუშინაც და ეს არის ჩვენი ურთიერთგაგება, ეს არის ჩვენი საერთო წარმატება,“ – გააგრძელა მერცმა.

მან დაამატა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ არ უნდა შეარყიოს ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობა და სიძლიერე.

„ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეინარჩუნოს უკრაინის ევროპული პერსპექტივა და ხელი შეუწყოს უკრაინის აღდგენას.

„გუშინ და დღეს მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ერთობლივ საპოზიციო მოლაპარაკებაზე შეთანხმებაში. კონფიდენციალურ საუბრებში დეტალურად განვმარტეთ ჩვენი პოზიციები და მოვუსმინეთ ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ ამ საღამოს გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის რიგების შესაკრავად,“ – ხაზი გაუსვა მერცმა.


close დახურვა