logo
ENG



აშშ-ში აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს

05 ივლ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
cfxfnzjfm499vgj.jpg

შეერთებულ შტატებში,  ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ძეგლი თოკის გამოყენებით ჩამოაგდეს,  შემდეგ კი წყალში ჩააგდეს.

ამერიკაში დემონსტრანტები ქვეყნის მაშტაბით ისტორიული პირების მონუმენტებისა და ქანდაკებები აღებას ითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ეს ადამიანები მონობისა და რასიზმის სიმბოლოებს წარმოადგენენ.

ბოლო პერიოდში აშშ-ში პროტესტის ფარგლებში კოლუმბის ძეგლი რამდენიმე ქალაქში ჩამოაგდეს.


close დახურვა