logo
ENG



შსს შაქარაშვილის საქმეში 112-ში ფოტოგრაფის ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს (აუდიო)

07 ივლ 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 56085
9ngaxd1rbhbod7j.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროვებს 112-ში ფოტოგრაფის იაკობ ბრეგვაძის ზარის ჩანაწერსა და ოპერატორის პასუხს. 

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მიერ 112-ში ზარი 19 ივნისს შევიდა - მან პოლიციას შეატყობინა დაპირისპირების შესახებ, თუმცა შემდეგ კვლავ დარეკა და შეატყობინა პოლიციას, რომ ინციდენტი ამოწურული იყო.

პირველი დარეკვისას იაკობ ბრეგვაძე ატყობინებს 112-ის ოპერატორს, რომ ათამდე პირი ჩხუბობს, ხოლო თავად დამალულია. ფოტოგრაფი სთხოვს ოპერატორს, მალე მოვიდეს პოლიცია.

„ -მცხეთაში ვარ, ჩხუბი მოხდა და მალე რომ მოხვიდეთ. არ ვიცი ქუჩა, „ქებაბ ჰაუსი“ აწერია. ხომ იცით ლოკაცია, ტელეფონით მიპოვეთ და მალე მოდით, რა. ალბათ ათი ადამიანი ჩხუბობს.

  -რაიმე საგანი ხომ არ ფიგურირებს - ცეცხლსასროლი ან დანა?

  -კი, კი. „კაროჩე“, მანქანით მოვიდნენ და მე დავიმალე, აზრი არ ჰქონდა რომ ჩავრეულიყავი. ცეცხლსასროლი იარაღი არ ეჭირათ. ცეცხლსასროლი არ ეჭირათ. დაშავებულებიც იქნებიან. ბათუმიდან შემოსასვლელი გზა რომაა, მანდ არის, „ქებაბ ჰაუსი“ აწერია. ლოკაცია შეგიძლიათ ტელეფონით იპოვოთ" - ამბობს ბრეგვაძე.

 

 

ცოტა ხანში 112-ის ოპერატორი თავად უკავშირდება იაკობ ბრეგვაძეს და ატყობინებს, რომ მისი პოვნა ვერ მოხერხდა, ამიტომაც კონკრეტული ადგილმდებარეობის მითითებას სთხოვს. ხოლო დიალოგის ბოლოს ბრეგვაძე გამოძახებას აუქმებს.

„ -ლოკაცია ვერ მოვძებნეთ. „ქებაბ ჰაუსი“ სწორად მესმის?

  -არაგვის ხიდი ხომ იცით, სადაცაა. ზუსტად არაგვის ხიდზე.

  -ზუსტად ხიდზე მოვიდეს პოლიცია?

  -კი დამირეკა პოლიციამ და მითხრა, კაიო. მოვა?

  -რაიმე ორიენტირს ხომ ვერ მომაწვდით?

​  -არ ვიცი, ტიპები არიან არაგვის ხიდზე - არიან დამნაშავეები, მანქანიდან გადმოვიდნენ და დაგვაყარეს. 

  -დაშავებულები არიან, დახმარება არის საჭირო?

  -წესით კი. ანუ, რავი რა, „პროსტა“ მოდით.

  -გადავეცი სასწრაფოსაც, ტელეფონთან ყურადღებით იყავით.

  -კი, ანუ. ახლა გადაეცით?

  -არა, გადაცემულია. ვერ აგნებდნენ ტერიტორიას, ზუსტი ლოკაცია გვინდოდა.

  -შეგიძლიათ გააუქმოთ გადაცემა? დაიშალა უკვე ყველა, წავიდნენ და რაღა აზრი აქვს, რომ მოხვიდეთ, მე დამიჭერთ თუ რას იზამთ?

  -თქვენ არ დაგიჭერთ, ესეიგი თქვენ არაგვის ხიდზე ხართ. თქვენ ხართ ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე?

  -კი.

  -კარგით, გადავცემ ამ ინფორმაციას" - საუბარს ასრულებს 112-ის ოპერატორი.


close დახურვა