32 წლის წინ 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი აქცია, ძირითადად, ქალები ტანკებით, ცეცხლსასროლი იარაღით, ნიჩბებით და მომწამლავი აირის გამოყენებით დაარბია. ბრძოლამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის შედეგი 2 წლის შემდეგ გამოიღო. ქვეყანა 70-წლიანი საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლდა.
32 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან
09 აპრ 202120:02
3 წუთის საკითხავი