logo
ENG



ნინო ბურჯანაძის პარტიამ არჩევნებში მონაწილობის თაობაზე ცესკო-ში განაცხადი შეიტანა

08 ივლ 202013:05
3 წუთის საკითხავი
clock 777

პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცალკე სუბიექტად "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს" რეგისტრაციის თაობაზე განაცხადი შეიტანა.

პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ ცესკო-ში საკუთარი წარმომადენლებიც წარადგინა. ბარამიძემ ადგილზე 2020 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და პარტიის გეგმებზეც ისაუბრა.

„პარტიის წარმომადგენლებთან ერთად მოვედით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შევიტანეთ განაცხადი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისათვის ჩვენი პოლიტიკური ძალა „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ ნომერი 3. კონსტიტუციური გზით, მაგრამ რადიკალური ტრანსფორმაციით, რადიკალური რეფორმებით, ჩვენ უნდა შევცვალოთ დღევანდელი პარლამენტის სახე“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.


close დახურვა