logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ლელოს სარჩელის განხილვა იწყება

08 ივლ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუცო სასამართლოში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა იწყება. პარტიის წევრები სარჩელში საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს კონსტიტუციის ნორმების დარღვევაზე მოუთითებენ.

ანა ნაცვილშვილი სასამართლოს მიმართავს და სთხოვს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს კონსტიტუციური სტანდარტი დაადგინოს

„ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ იმსჯელოს ამ საკითხზე და დაადგინოს სტანდარტი, რომლის დროსაც საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს ისე უნდა იმართოს საგანგებო მდგომარეობა და ამავე დროს უნდა იყოს დაცული და გარანტირებული მოქალაქეების ინტერესები, იქნება ეს ჯანდაცვის ინტერესი თუ სხვა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 


close დახურვა