logo
ENG



პროკურატურა შსს-ს შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების მოთხოვნით მიმართავს

08 ივლ 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 736
cdhzh75wi938sfg.jpg

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ძალოვან უწყებას სამინისტროსთან 21 მითითება აქვს, მათ შორის არის მოწმეების ხელახლა დაკითხვა და მტკიცებულებების ხელახლა მოპოვება.

„დამატებით გამოიკითხოს გურამ ამირხანაშვილი შესაბამისი კითხვებით: რა თანმიმდევრობით გარბოდნენ გაქცეულები, რა ტრაექტორიით მოძრაობდნენ, ვინ სად დაიმალა, რა თანმიმდევრობით გამოეკიდნენ, ეკავათ თუ არა რაიმე საგნები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მითითებების შესასრულებლად სამინისტროს 10-დღიანი ვადა აქვს, დოკუმენტი კი 2 ივლისით არის დათარიღებული. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა