logo
ENG



თელავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - ამოღებულია იარაღი

08 ივლ 202021:49
3 წუთის საკითხავი
 
8fc4l3efr8r2egy.jpg

თელავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიხეილ გრემელაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იარაღი ამოიღეს. 

ჩხრეკის ჩატარების მიზეზი მისი ნათესავის, სუროგაციის ცენტრის დირექტორის მარიამ კუკუნაშვილის Facebook პოსტი გახდა, სადაც კუკუნაშვილი გრემელაშვილს, ცოლ-შვილზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდა. კუკუნაშვილის ინფორმაციით, გრემელაშვილის ქალიშვილმა, მასზე განხორციელებული ძალადობის გამო, ერთხელ თვითმკვლელობაც სცადა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151- ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა