logo
ENG



შაქარაშვილის გაუჩინერების შემდეგ მისი მეგობრები თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ

09 ივლ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი ვახო სანაია facebook-ზე შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე წერს. მისი თქმით, საბედისწერო ღამეს დაბადების დღიდან წამოსული იუბილარი და მეგობრების ნაწილი თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მივიდა. მას შემდეგ, რაც ის, სავარაუდოდ, პოლიციამ მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანა.

როდის გაიგეს თემქაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ და რატომ არ ჩანს ჩვენებებში უფრო დეტალურად თემქის ეპიზოდი? - ეს არის კითხვები, რომელიც ჟურნალისტს უჩნდება. ვახო სანაია facebook-ზე ფოტოებსაც აქვეყნებს სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდების შეკრება დილამდე გაგრძელდა. 


close დახურვა