logo
ENG



შტატების საკანონმდებლო ორგანო ვალდებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს

09 ივლ 202010:33
3 წუთის საკითხავი
clock 1024

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერების შემდეგ, დამატებით განმარტებებს აკეთებს.

შტატების საკანონმდებლო ორგანო იმ ვალდებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ დახმარება 132 მილიონიანი პაკეტი სრულად მიიღოს, მათ შორისაა საარჩევო რეფორმის ეფექტური განხორციელება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოლიგარქების არაფორმალურ გავლენის შეზღუდვა, ასევე თავისუფალი მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა.

კანონპროექტში წერია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, ასრულებს თუ არა საქართველოს მთავრობა ჩამოთვლი პირობებს, დასკვნას კი საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენებს.


close დახურვა