logo
ENG



მიხარია, რომ ამ გუნდს შევუერთდი - შენგელიას პირველი კომენტარი ცსკა-ში გადასვლის შემდეგ

09 ივლ 202013:09
3 წუთის საკითხავი
clock 3873
ml6xrptqq1mcaix.png

თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებული ამბავი ოფიციალურად დასრულებულია – ქართველი კალათბურთელი “ცსკა”-ს რიგებში 3-წლით ჩაირიცხა.

რუსულმა კლუბმა ტვიტერზე ოფიციალურად გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ქართველი კალათბურთელის მათ რიგებში გადასვლას ეძღვნება.

თორნიკე შენგელია “ცსკა”-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა:

“მიხარია, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდს შევუერთდი. მოუთმენლად ველი, თუ როდის ვითამაშებ ბრწყინვალე კალათბურთელებისა და არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბის გარემოცვაში. ვიმედოვნებ, რომ “ცსკა”-სთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ, როგორც ევროლიგაში, ასევე VTB ლიგაში (რუსეთის ჩემპიონატში)” – წერს შენგელია.


close დახურვა