logo
ENG



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

14 ივლ 202011:34
3 წუთის საკითხავი
 
nfywa9h7uj6gtfp.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ზაზა გახელაძის გატაცებას ეხმაურება.

უწყების პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს და მოითხოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას.

მორგან ორტაგუსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას აზიარებს და წერს, რომ მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს.

„მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას და დაკავებას რუსული სამხედრო ძალების მიერ და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს და ფეხში დაჭრეს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა