logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

15 ივლ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა - დადასტურდა 4 ახალი შემთხვევა.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა - ინფიცირებულთა რაოდენობა 1003-ს შეადგენს.

სამით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ჯამში 873-ია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს - კარანტინის რეჟიმში არის 5640 პირი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ - 244.

საქართველოში კორონავირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.


close დახურვა