
10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე სავალდებულო გახდება ზონალურ-საათობრივი პარკირება - ამის შესახებ კახა კალაძემ ისაუბრა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განმარტებით, 10 აგვისტოდან დაიდგმება საინფორმაციო ჯიხურები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევს დახმარებას, ხოლო 10 სექტემბრიდან პროექტი ამოქმედდება.
„კოტე აფხაზისა და ორბელიანის ქუჩებზე დაინერგა უკვე ზონალურ-საათობრივი პარკირება. შემდეგ ეტაპი იქნება საბურთალო, პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. 10 აგვისტოდან განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, რომ ჰქონდეს მოსახლეობას ინფორმაცია, როგორ ფუნცქიონირებს პროექტი.
ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში, ამიტომ განთავსდება ჯიხურები - უნდა დაარეგისტრირონ ავტომობილები და ადგილობრივებისთვის იქნება უფასო, სხვა რაიონებისთვის იქნება ფასიანი. შშმ პირთათვის და ელექტრომობილებისთვისაც იქნება უფასო. ათი სექტემბრიდან პროექტის ამოქმედება იქნება სავალდებულო იმ ლოკაციებზე, რომლებზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.