logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

15 ივლ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 
flkdnbpx382dn2u.jpg

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.

როგორც მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, გაგნიძეს ამ ექსპერიმენტით იმის გამორიცხვა სურს, რომ „ტოიოტა ქემრის" მგზავრები შაქარაშვილს გაეკიდნენ.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს - მხოლოდ „სწრაფი ნაბიჯებით" გაჰყვნენ.

„კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება ხუთ წუთს. შეუძლებელია ამ დროში, რა ვერსიაც არსებობს, რომ წყალში ჩაიყვანა ვინმემ ან ჩაიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რეალური იყოს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი - რამდენად რელევანტურია, რომ ხუთ წუთში სცემდნენ კიდეც და წყალში ჩაიყვანდნენ.

გაგნიძე აღნიშნავს, რომ გაკიდება არ ყოფილა. იყო პირველი გადასვლა სწრაფი ნაბიჯებით. მას შემდეგ გაკიდება არ ყოფილა", - ამბობს კობაიძე.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის მორაგბე არჩილ გაგნიძეც.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა განზრახ მკვლელობაზე ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.


close დახურვა