logo
ENG



მედოევი: ლუგარი შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეების ბიოლოგიურ მასალას აგროვებდეს

17 ივლ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუგარის ლაბორატორიაზე ილაპარაკა.

დიმიტრი მედოევის თქმით, ეს ლაბორატორია რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არამხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს კავკასიაში.

მედოევმა ისაუბრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაზეც, სადაც საუბარი იყო სპეცავტომობილებზე

"ჩვენმა უშიშროებამ სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სპეცავტომობილები დააფიქსირა, რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბიოლოგიური მასალის შესაგროვებლად", - აცხადებს მედოევი

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. 


close დახურვა