logo
ENG



რომან დოლიძის ნოკდაუნი და გამარჯვება პირველივე რაუნდში

19 ივლ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

რომან დოლიძეს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი (8-3) იყო.

პირველი რაუნდის მიწურულს ქართველმა მეტოქეს ფეხით ძლიერი დარტყმა მიაყენა, ნოკდაუნში გაუშვა და ბრძოლის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.

ეს დოლიძის პირველი დაპირისპირება იყო UFC-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე და იგი კვლავ დაუმარცხებელია – შვიდი გამარჯვება და არც ერთი წაგება.


close დახურვა