ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, რატომ სჭირდება უფრო მეტი დრო Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან.
მინისტრის თქმით, ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია და მათთვის კვირაში ორჯერ ფრენების შესრულება მომგებიანი არ იქნება.
"'ვიზეარი' და 'რაინეარიც', ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ ის დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ, ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის.
მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება გვქონდა ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული, ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ძალიან დიდ ნაკადს ადამიანების. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც როცა იქნება და ის ქვეყნებიც, საიდანაც ისინი გვთავაზობენ ფრენას, ჩვენ ამას დავუშვებთ", - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, მთავრობამ Lufthansa-სა და Air France-ს აგვისტოდან ფრენების აღდგენის უფლება მისცა.