logo
ENG



ბაჩალიაშვილის მამა: მითხრეს, რომ კომპიუტერი გავხსენით და თქვენი შვილი დიდი პრობლემის წინაშეაო

22 ივლ 202012:30
3 წუთის საკითხავი
clock 10455

„მითხრეს, კომპიუტერი გავხსენით და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშეაო“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი სამართალდამცველი მას საპირისპირო ინფორმაციას აწვდიდა და ამბობდა, რომ კომპიუტერი გახსნილი ჯერ არ იყო.

„არ უთქვამთ რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. ეს მითხრა იმან, ვის ხელშიც კომპიუტერი იყო. ამის შემდეგ მეორე მოვიდა და არ არის კომპიუტერი გახსნილიო. სახელებს არ ვიტყვი. შევეწირები ამ საქმეს... ესე იგი საქართველოში ვერ ცხოვრობს ადამიანი ნორმალურად“, - განაცხადა ბაჩალიაშვილს მამამ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.


close დახურვა