საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 085 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 911 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 724 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 247.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.