საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას აია სოფიას საკითხი განიხილეს.
კრემლის ცნობით, „ორმა ლიდერმა განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უპრეცედენტო კულტურული, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობა და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აია სოფიას, როგორც ერთიანობისა და მშვიდობის უნვერსალური სიმბოლოს შენარჩუნება და დაცვა".
10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1934 წლის ხელშეკრულება, რომელიც აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა, გააუქმა.
სასამართლოს გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მმართველი პარტიის სურვილს უკავშირდება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით.
14 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა მედიას განუცხადა, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება თურქეთის შიდა საქმეა და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს.