logo
ENG



კალაძე: ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულ 500 პირსა და 50 ორგანიზაციას დავეხმარებით

10 მარ 202112:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/10/cdj6kem0fvbj4ma.jpg

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ პირსა და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას დაეხმარება.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, დახმარების პაკეტის ოდენობა 2 მილიონი ლარი იქნება.

"ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ", - თქვა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები.

"იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღნიშნული მიმართულება გამოვაცოცხლოთ და ღამის ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შევძინოთ", - განაცხადა კალაძემ.


close დახურვა