
ქვემო ქართლში 40 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედების გამო დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ მომხდარის შესახებ დედას მოუყვა, რის შემდეგაც სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.