logo
ENG



ავტომანქანა დამეწია, სავარაუდოდ, ხუთჯერ ისროლეს - სულაბერიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

29 ივლ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

 

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ლერი სულაბერიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

სულაბერიძე მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ დაახლოებით ხუთჯერ გაისროლეს.

„უნდა გამომკითხონ და ამაზე ვარ მოსული. სავარაუდოდ, ხუთჯერ ისროლეს. სახლში ავდიოდი და წყნეთის გზატკეცილზე მოხდა შემთხვევა, არმისული კაკლებთან. ავტომანქანა დამეწია და გადამასწრო“, - განაცხადა სულაბერიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო  საქმეს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით იძიებს.

ცნობისთვის, შემთხვევა 28 ილისის ღამეს წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სულაბერიძის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.


close დახურვა