აკადემიური არაკეთილსინდისიერება, კორუფცია და შურისძიება - რა ბრალდებების ფონზე უწევს უნივერსიტეტის რექტორს კენჭისყრაში მონაწილეობა. გია შერვაშიძის კონკურენტები აცხადებენ, რომ პლაგიატთან დაკავშირებული კითხვების შემდეგ მოქმედ რექტორს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ლექტორთა ნაწილი აცხადებს, რომ შერვაშიძე პოლიტიკური გავლენებით სარგებლობს და აკადემიური საბჭოც მისი მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. პარალელურად კი სასამართლოში დავა შერვაშიძეს შესაძლოა, იაგო კაჭკაჭიშვილთან მოუხდეს. პროფესორი რექტორს ცილისწამების გამო ედავება. პერსონალურ კონფლიქტში შესვლა არ სურს შერვაშიძეს და პოლიტიკასთან კავშირს უარყოფს.
