logo
ENG



ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

02 აგვ 202011:10
3 წუთის საკითხავი
clock 748

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიდის და „ფორმულას“ ეთერში გასულ გარდაცვალების ვერსიაზე კითხვებზე  პასუხს ითხოვს. დედა საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაასახელოს ის სამი მაღალჩინოსანი, ვის საიდუმლო ფაილებშიც ბაჩალიაშვილმა შეაღწია.

„ვამბობდი მე და მასხრად მიგდებდებდნენ და თქვენ ეს გამიმყარეთ. ხალხი მწერს და ხალხი დამიდგება გვერდში, რომ სამართლიანობა აღდგეს საქართველოში ჩემი შვილის გამო და ეს იყოს ბოლო ამ ქვეყანაში.

ხო უნდა დაიძრას გამოძიება. გაიჟღერა იქ, რომ დაიძრაო გამოძიება ამ კუთხითო და ხო უნდა გამცენ პასუხი თუკი დაიწყო გამოძიება. მაშინ დამიბრუნონ ლეპტოპი და მე FBI-ს ჩავრთავ და ისე გამოვიძიებ, თუ თვითონ ვერ მოახერხებენ.

გახარიასთან მინდა შეხვედრა თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, რომ ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმე უნდა იყოს გამოძიებული და რას მეტყვის უშუალოდ მინდა მისი პირიდან გავიგო და ამიტომ ვარ აქ“,-აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტმა ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას საიდუმლო ფაილები გახსნა. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მის მიმართ დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა