logo
ENG



18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ

06 აგვ 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 15681
a6e19fcnupom67y.jpg

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დახმარება სასწავლო წლის დაწყებამდე და დაწყების პროცესში განხორციელდება.

"ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში, სასწავლო წლის დაწყებამდე და დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლის ჩათვლით ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს ორასი ლარის დახმარებას ერთჯერადად. დახმარება განხორციელდება კრიზისში არასრულწლოვნების სოციალური მხარდაჭერის და სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა