logo
ENG



გოცირიძე თვითდასაქმებულების დახმარებაზე: მოსყიდვაა, ამ ფულს ოცნების აქტივი მიიღებს

06 აგვ 202015:15
3 წუთის საკითხავი
 
l88w5z7x1rifsrc.jpg

"ნაციონალური" მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მოსახლეობის მოსყიდვად აფასებს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემას ეხება.

გოცირიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, რომ თვითდასაქმებულებს დახმარება ბიუროკრატიული პროცესების გარეშე მიეღოთ, თუმცა ხელისუფლება ცდილობდა, დახმარების გაცემა წინასაარჩევნო პერიოდისთვის დაემთხვია

დეპუტატი ამბობს, რომ ერთჯერადი დახმარების მიმღებნი "ქართული ოცნების" აქტივისტები იქნებიან. 

"ხელისუფლება დასცინის ხალხს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვუწოდებდით მათ, რომ შიმშილის ზღვარზე მისული ადამიანებისთვის ყოველგვარი საბუთების და ბიუროკრატიული​ წინააღმდეგობების გარეშე გაეწიათ დახმარება. ამ დროის განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 530 მილიონი ლარიდან გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი. მაგრამ ვამბობდით, რომ წინასაარჩევნოდ ექნებოდათ გადამალული ეს ფული და სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებენ საბუთების გარეშე ამ დახმარებების გაცემას. მაგრამ უდიდესი ნაწილი ამ დახმარებების მიმღებისა იქნებიან "ქართული ოცნების" აქტივი. ეს არის ხალხის მოსყიდვა", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დოკუმენტების არასრულად წარმდგენი თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას აიღებენ


close დახურვა