„თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთაც თანხა აქამდე ვერ მიიღეს, 300-ლარიან დახმარებას აიღებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა ამით დასრულდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელთაც სრულად ვერ დააკმაყოფილეს დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეთ ეს თხოვნა და დაერიცხოთ ერთჯერადი 300- ლარიანი დახმარება. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პანდემიის დროს თვითდასაქმებულებს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება გამოუყო.