logo
ENG



თარგამაძე: გამოართვით ყველაფერი - კიტრი, პომიდორი, რაზვადნოი კლიუჩი და ხმა არ მისცეთ

06 აგვ 202018:43
3 წუთის საკითხავი
 
თარგამაძე: გამოართვით ყველაფერი - კიტრი, პომიდორი, რაზვადნოი კლიუჩი და ხმა არ მისცეთ

ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ხელისუფლებისგან ყველა სახის დახმარება აიღონ, არჩევნებზე კი ხმა არ მისცენ.

"გამოართვით! გამოართვით ყველაფერი. 200 ლარი, კიტრი და პომიდორი, რაზვადნოი კლიუჩი, ნარმანია, ლურსმნები, პოლის ჯოხი, მერე ხალხის მოსაგროვებლად 50 ლარი, ბოლო საათებში ზედ 20 ლარი, ხმა არ მისცეთ, დაიბრუნეთ ქვეყანა, აღადგინეთ ღირსეული ყოფა და მიიღეთ ის, რაც თქვენია და რის მეათასედებსაც ასე წყალობად გიგდებენ", - წერს თარგამაძე Facebook-ზე.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა.

დახმარებები რამდენიმე მიმართულებით გაიცემა, მათ შორის:

თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;

ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;

18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;

სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.

უფრო დეტალურად, რა დაუჯდება ბიუჯეტს წინასაარჩევნოდ დაანონსებული სოციალური პაკეტი, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.


close დახურვა