logo
ENG



გახელაძის დედა: შედეგი გვჭირდება, თორემ მეც ჩავბარდები და იქ ვნახავ, როგორ არის ჩემი შვილი

07 აგვ 202018:23
3 წუთის საკითხავი
 
q09vcp0z13mjraj.png

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური აცხადებს, რომ თუკი მისი შვილის გათავისუფლების კუთხით კონკრეტულ შედეგს ვერ დაინახავს, ისიც წავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩაბარდება:

"არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს წითელი ჯვრისგან, არ შესულან ჯერ, არც ადვოკატი დაკავშირებიათ, არაფერი ვიცით, არც ჯანმრთელობაზე. [...]

ამდენი ხნის განმავლობაში, მხოლოდ სიტყვები აღარ გვაკმაყოფილებს. კონკრეტული შედეგი გვჭირდება, თორემ მეც წავალ, აგერ არის საკორინთლო, იქ წავალ, მეც ჩავბარდები, ეგებ იქ ვნახო ჩემი შვილი, როგორ არის. სხვა გამოსავალს ჯერჯერობით... 11 აგვისტოს ერთი თვე გახდება და კონკრეტული შედეგი ამ ბავშვის თაობაზე ნამდვილად არ გვაქვს".

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სუს-ის ინფორმაციით, გახელაძის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, შესაბამისად, მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება აღარ იყო.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

 


close დახურვა