logo
ENG



სოფელი ყარაჯალარი გაიხსნა

10 აგვ 202013:33
3 წუთის საკითხავი
 
2lxkchi6d342mh3.jpg

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გაიხსნა. დღეიდან, წითელი ზონის სტატუსის მოხსნის შედეგად, ადგილობრივები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაციას ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები, სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე გაუქმდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე პრევენციული აქტივობების ფარგლებში, სოფელში რამდენჯერმე განხორციელდა PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის კვლევა, დარიგდა სასურსათო პაკეტები და აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია.


close დახურვა