"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
ვაშაძის თქმით, პროდასავლურ ძალებს მისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
"სავარაუდოდ კი, ამაზე საერთო ფორმატში ვიმსჯელებთ. ზოგადად, პროდასავლურ ძალებს ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვთ", - აცხადებს ვაშაძე.
პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის, - ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ვაკეში ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას მხარდაჭერასთან დაკავშირებით უცვლელია.
ცნობისთვის, ქართული ოცნებიდან დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იყრის.
ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში საკუთარი, შეჯერებული კანდიდატი წარადგინა, ხოლო 2 ოლქი ჯერ კიდევ ვაკანტურია, მათ შორის არის დიდუბე-ჩუღურეთიც.