logo
ENG



IRI: მოსახლეობის 54%-ს 8 მარტის შეთანხმების შესახებ სმენია, მათი უმრავლესობა მხარს უჭერს

12 აგვ 202015:19
3 წუთის საკითხავი
 
IRI: მოსახლეობის 54%-ს 8 მარტის შეთანხმების შესახებ სმენია, მათი უმრავლესობა მხარს უჭერს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 54%-ს 8 მარტის შეთანხმების შესახებ სმენია. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან, ვინც იცის 8 მარტის შეთანხმების შესახებ, 77% მხარს უჭერს, მათგან 41% ძლიერად, 36% კი - ნაწილობრივ. 

ცნობისთვის, 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ქვეყანა ნაწილობრივ პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე 120/30 გადავიდა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 


close დახურვა