logo
ENG



ვაშაძე: რომ არა წინა ხელისუფლება, ციდან ვერ ჩამოვფრინდებოდი და იუსტიციის სახლს ვერ გავაკეთებდი 

13 აგვ 202022:04
3 წუთის საკითხავი
 

"რომ არა სააკაშვილის ხელისუფლება, ციდან ვერ ჩამოვფრინდებოდი და იუსტიციის სახლს ვერ გავაკეთებდი", - ამის შესახებ განცხადება ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" გააკეთა.

მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ისეთი გარემო იყო შექმნილი, რომელიც სხვადასხვა პროექტების განხორციელებას უწყობდა ხელს. მისი თქმით, ამის დასტურია იუსტიციის სახლი, რომელიც 8 წლიანი რეფორმების საბოლოო შედეგია.

"აბსოლუტურად ღიად ვამბობ რომ, რომ არ ყოფილიყო ის ხელისუფლება, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, თუნდაც სხვების მონაწილეობა, ზურა ადეიშვილი იქნებოდა, თუ ვინმე სხვა, მე მარტო ციდან ვერ ჩამოვფრინდებოდი და ვერ გავაკეთებდი ამხელა პროექტს. ეს ის გარემო იყო, რომელიც გაძლევდა შესაძლებლობას ასეთი დიდი პროექტები გაგეკეთებინა. იუსტიციის სახლი არის 8 წლიანი სერიოზული რეფორმების საბოლოო შედეგი", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.


close დახურვა