საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1321 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1088 გამოჯანმრთელდა, 17 კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინში 7 597 მოქალაქე იმყოფება.