logo
ENG



როგორ ისაკუთრებენ მიწებს ძამას ხეობაში გავლენისა და თანამდებობის გამოყენებით

16 აგვ 202020:58
3 წუთის საკითხავი
clock 1765

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ძამას ხეობაში რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, მერს მიწის ნაკვეთების უმეტესობა ნათესავებსა და თანამშრომლებზე აქვს გაფორმებული, თუმცა ფაქტობრივი მესაკუთრე თავად არის.

ორგანიზაციებში, რომლებიც გულიაშვილის ქონებას სწავლობენ, ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად მერი მიწის აღიარების კომისიას იყენებს. ზაზა გულიაშვილი, მის დაქვემდებარებაში მყოფი კომისიის მუშაობაზე პასუხიმგებლობას იხსნის. ის მედიას კომისიის თავმჯდომარესთან და იმ ადგილობრივ მოხელეებთან ამისამართებს, რომლებმაც კომისიის აღიარებით მიწები დაისაკუთრეს.

მიწის ნაკვეთების გარდა, ზაზა გულიაშვილი უძრავ ქონებასაც ფლობს. ის ძამის ხეობაში ახლა სახლს იშენებს. "ფორმულა ნიუსმა" გულიაშვილი იმ აგარაკზე დააფიქსირა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში აიშენა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ის მის შვილზე გადააფორმა და ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა.

მიწების საკუთრებაში გადაცემის საკითხის შესწავლას ოპოზიცია საგამოძიებო სტრუქტურებისგან ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ძამას ხეობას, ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია აქვს, თუმცა მიწების დიდ ნაწილს სასულიერო პირები ფლობენ, მეორე ნაწილს კი, ქარელის მერი და მერიის მაღალჩინოსნები ისაკუთრებენ.


close დახურვა