ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ოკუპანტები უკანონო ინსტალაციებს ამონტაჟებენ, აცხადებს, რომ ოკუპაციის პროცესს ვერ ხედავს.
როგორც გულიაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და სიტუაცია კონტროლირებადია.
"მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ადგილობრივი პოლიცია ადგილზეა და ყველანაირად კონტროლირებადი სიტუაციაა. ამ ეტაპზე ოკუპაცია არ მიმდინარეობს. მე ვერ ვხედავ, რომ რამე მიმდინარეობს. რას ჰქვია ძელები, რომელია ძელები, მე ვერ ვხედავ", - ამბობს ქარელის მერი.
ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან გამოჩნდნენ. ისინი მიწის მორიგ ნაკვეთს იტაცებენ. უკანონო ინსტალაციების მონტაჟი ამ წუთებში მიმდინარეობს. თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან მათ ტახტისძირიდან გადმოინაცვლეს, სადაც რამდენიმე დღის წინ მავთულხლართები 2 მეტრით გადმოწიეს.